პროექტის სახელწოდება: აკვარიუმი
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები გაეცნობიან ზღვის ბინადართ, დაათვალიერებენ აკვარიუმს. გაეცნობიან მათ საცხოვრებელ გარემოს.
პროექტის აქტუალობა: მასწავლებლის დახმარებით ბავშვები მოიძიებენ წინასწარ ინფორმაციებს წყლის ბინადართა შესახებ. იხსენებენ ნასწავლს და სწავლობენ ახალ სიტყვებს. მოეწყობა ექსკურსია ბათუმის დელფინარიუმში, სადაც მოსწავლეები ინახულებენ აკვარიუმს, დააკვირდებიან წყლის ცხოველებს, როგორ ცხოვრობენ, რით იკვებებიან. იღებენ ფოტოებს, აკეთებენ ჩანახატს.
პროექტის მიზანი: ბავშვები ისწავლიან ახალ სიტყვებს და შეძლებენ ზღვის ბინადართა სახელების როგორც ზეპირ ასევე წერით ცოდნას და გაიღრმავებენ ცოდნას, ისწავლიან აკვარიუმში უსაფრთხოების წესების დაცვას.
მონაწილეთა ასაკი: 7-8 წელი
ვადების ხანგრძლივობა-2 კვირა
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ექსკურსიიდან დაბრუნებული მოსწავლეები დახატავენ ნახატებს, მოეწყობა გამოფენა და ნაშრომების პრეზენტაცია.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფოტოაპარატი, კომპიუტერი, პრინტერი, თაბახის ფურცლები, ფერადი ფანქრები.
პროექტის მსვლელობა:
აქტივობა1. ბავშვები მოიძიებენ სურათებს და გადააქვთ კომპიუტერში
აქტივობა 2.ბავშვები ადგენენ წინადადებებს და აკეთებენ წარწერებს ფოტოებზე.
აქტივობა 3.შექმნიან სურათებისა და წინადადებების საშუალებით წიგნს ან სლაიდ შოუს.
კავშირი საგნებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან :
სამეტყველო ფუნქციები 1.3
ლექსიკა 2.3 .ხელოვნება.ისტ.
პროექტის ავტორი: მ. ჯინჯიხაძე
ავტორის ელ.ფოსტა: m.jinjixadze@gmail.com
No comments:
Post a Comment